|
2025-08-29 18:31:32, 1337 ნახვა
სამართალი
შსს: ბათუმში 4-მა ადამიანმა 2 პირზე ჯგუფურად ფიზიკურად იძალადა, ისინი დავაკავეთ
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიციამ ბათუმში 2008 წელს დაბადებული ნ.ვ., 2011 წელს დაბადებული უ.ჩ., 2009 წელს დაბადებული ს.კ. და 2008 წელს დაბადებული დ.გ., ორი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დააკავა – სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უწყებს ცნობით, გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულებმა 28 აგვისტოს, ბათუმში ჯგუფურად ფიზიკურად ძალადობა განახორციელეს ორი პირის მიმართ, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დანაშაულის ამსახველი ვიდეო გუშინ, 28 აგვისტოს ფეისბუქზე ერთ-ერთმა მოქალაქემ, თამარ ბჟანია-პუშკინამ გაავრცელა. შსს ამბობს, რომ დანაშაულში მონაწილე 4 პირი პოლიციამ ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)