|
2025-08-21 11:14:25, 3268 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - პუტინს ჩვენთვის „ჰაერის“ გაყიდვა სურს
ომის დასასრულებლად საჭიროა უკრაინისა და რუსეთის ლიდერების შეხვედრა. უკრაინა მზადაა ამ შეხვედრების ნებისმიერი კონფიგურაციისთვის. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, თუ რუსეთს ასეთი შეხვედრა არ სურს, მაშინ შეერთებული შტატებისა და სხვა პარტნიორების მხრიდან დამატებითი სანქციები და სატარიფო ნაბიჯებია საჭირო, რადგან ეს ნამდვილად მუშაობს. ზელენსკი მიიჩნევს, რომ უკრაინისა და რუსეთის ლიდერებს შორის ორმხრივი შეთანხმებების და ცეცხლის შეწყვეტის ერთი ან მეორე ფორმატის გარეშე, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მონაწილეობით სამმხრივი მოლაპარაკებები თითქმის შეუძლებელია.
მისი თქმით, რუსეთი არარეალისტურ პირობებს აყენებს:
„მათ საკუთარი თავისთვის გამოიგონეს გამარჯვება, მე მჯერა - ჩვენი გასვლა დონბასიდან. ვფიქრობ, ეს არის ის, რაც მათ საკუთარი თავისთვის გამოიგონეს, როგორც გამარჯვება - რისი გაყიდვაც სურთ საკუთარ სახელმწიფოში“.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)