|
2025-08-19 02:08:19, 2350 ნახვა
კომენტარი
Financial Times - უკრაინა არ დათანხმდება არცერთ შეთანხმებას, სადაც მოუწევს ტერიტორიული დათმობა რუსეთისთვის
Financial Times-ის ინფორმაციით, ზელენსკიმ ტრამპთან შეხვედრის დროს მოითხოვა რუსეთისგან მიყენებული ზარალისთვის მიიღოს კომპენსაცია $300 მილიარდი დოლარის ღირებულების გაყინული რუსული სუვერენული აქტივების გამოყენებით . გამოცემის ცნობით, კიევი და ვაშინგტონი ასევე დადებენ 50 მილიარდი დოლარის ღირებულების ხელშეკრულებას უკრაინული კომპანიების მიერ დრონების წარმოებისთვის. დოკუმენტში წერია, რომ მშვიდობა ვერ დამყარდება დათმობებით ან „საჩუქრებით“ პუტინისთვის — საჭიროა მტკიცე უსაფრთხოების სისტემა, რომელიც მომავალში აგრესიას შეაჩერებს. დოკუმენტში არ არის მითითებული, თუ რა იარაღს ითხოვს უკრაინა შეთანხმების ფარგლებში, თუმცა კიევმა ადრე გამოთქვა სურვილი, შეიძინოს მინიმუმ 10 ამერიკული „პატრიოტის“ ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემა. ამავდროულად, „ფაინენშალ ტაიმსი“ ამტკიცებს, რომ კიევი არ მიიღებს არცერთ შეთანხმებას, რომელიც რუსეთისთვის ტერიტორიულ დათმობებს მოიცავს და პირველ რიგში ცეცხლის შეწყვეტაზე დაჟინებით მოითხოვს. გარდა ამისა, უკრაინა უარყოფს ფრონტის ხაზის გაყინვის წინადადებას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)