|
2025-08-11 11:10:07, 2606 ნახვა
ეკონომიკა
ბაზისბანკის და ტალერის ტერასების წარმატებული ბიზნეს პარტნიორობის ისტორია
ბაზისბანკის და ტალერის ტერასების ბიზნეს პარტნიორობა 2016 წლიდან იღებს სათავეს, როდესაც ტალერის ტერასების გუნდმა მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმიდან იშვიათი, თითქმის მივიწყებული ძველკოლხური ვაზის ჯიშების ნერგები გამოითხოვა და მათი გაშენება ბაზისბანკის ფინანსური მხარდაჭერით შეძლო. სწორედ ამ ენდემური ჯიშებით ჩაეყარა საფუძველი ტალერის ტერასების შექმნისა და პროექტის პირველი ეტაპის განხორციელებას. მეღვინეობის განვითარებასთან ერთად, მარნის გაფართოების საჭიროება გაჩნდა, რაც კვლავ ბაზისბანკთან თანამშრომლობით განხორციელდა. დღეს, ტალერის ტერასების მარანი, საკუთარი ვენახებიდან მოწეული ყურძნით პრემიუმ ხარისხის ღვინოებს აწარმოებს. რეგიონის ტურისტული პოტენციალის გათვალისწინებით, ტალერის ტერასებმა განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო, დაიგეგმა და აშენდა სასტუმრო კომპლექსი რეზორტის კონცეფციით, რომელიც ვიზიტორებს წლის ნებისმიერ სეზონზე კომფორტულ და გამორჩეულ გარემოში დასვენებისა და საკუთარ მეურნეობაში წარმოებული პროდუქციის დაგემოვნების შესაძლებლობას სთავაზობს. პროექტის იდეიდან, მისი განხორციელების ყველა ეტაპზე, ბაზისბანკი ტალერის ტერასების გვერდით დგას, როგორც სანდო ფინანსური პარტნიორი. ურთიერთთანამშრომლობა მხარს უჭერს არა მხოლოდ ტურიზმის, არამედ რეგიონის მდგრად ეკონომიკურ განვითარებას. ბაზისბანკის და ტალერის ტერასების პარტნიორობის ვიდეო ისტორია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)