03:04 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-06 17:31:43, 3355 ნახვა

კომენტარი
ლაგოდინსკი - გაათავისუფლონ ამაღლობელი

ვიმეორებ ჩვენს მოწოდებას: დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ მზია ამაღლობელი, რომელმაც ერთი სილის გაწვნისთვის პატიმრობაში 200 დღეზე მეტი გაატარა, - ამის შესახებ გერმანელი ევროპარლამენტარი, სერგეი ლაგოდინსკი X-ზე წერს.

მისი თქმით, “საქართველოს მმართველმა პარტიამ სისხლისსამართლებრივი დევნის გზა უნდა მიატოვოს და მედიის თავისუფლებას პატივი სცეს“.

მზია ამაღლობელს ახლახან 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. როგორც ევროპარლამენტარი და ევრონესტის თანათავმჯდომარე, ვიმეორებ ჩვენს მოწოდებას: დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ მზია ამაღლობელი, მამაცი ჟურნალისტი, რომელმაც ერთი სილის გაწვნისთვის პატიმრობაში 200 დღეზე მეტი გაატარა. მისი სასამართლო პროცესის მიმდინარეობის პერიოდში, საქართველოს ხელისუფლება უფრო მკაცრად მოქმედებს: საგადასახადო მოთხოვნების საფუძველზე „ბათუმელებსა“ და „ნეტგაზეთს“ აქტივებს ართმევს. პროტესტი დანაშაული არ არის! ჟურნალისტიკა საფრთხეს არ წარმოადგენს! საქართველოს მმართველმა პარტიამ უნდა მიატოვოს სისხლისსამართლებრივი დევნის გზა და პატივი სცეს პრესის თავისუფლებას“, - წერს ლაგოდინსკი.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს ბრალი გადაუკვალიფიცირა და მას 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია რეჟიმს - შეწყდეს რეპრესიები, სოლიდარობა დამოუკიდებელ მედიას
დიუშენით დაავადებული ბავშვების დასახმარებელ მარათონში კომპანიები ჩაერთნენ
რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics