|
2025-08-01 18:00:59, 4238 ნახვა
კომენტარი
მამუკა მდინარაძე - მშვიდობიანი დამხობა არ ხდება
რა შეშინებულები არიან და რა სისულელეა, რომ სიტყვა „დამხობასთან“ ერთად სიტყვა „მშვიდობიანსაც“ ახსენებენ. ან სიტყვის მნიშვნელობა არ იციან, ან ინტელექტი აკლიათ, ან რაღაც სულელურ დაზღვევასთან გვაქვს საქმე, - აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გააკეთა. მისი თქმით, „მშვიდობიანი დამხობა“ არ ხდება და ოპონენტები ცდილობენ, ძალაუფლების ხელში ჩაგდებისკენ მოწოდება, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია, სიტყვა „მშვიდობიანის“ კონტექსტში დააზღვიონ. „მშვიდობიანი მკვლელობა“ - შეგვიძლია ამის თქმა? „მშვიდობიანი დამხობა“ არ ხდება. თუ ვინმე სიტყვა „დამხობას“ იტყვის, თავი უნდა მოიკრიბოს და სიტყვა „მშვიდობიანი“ არ დაამატო, ხოლო თუ დამხობა უნდა, დამხოს და სათანადო პასუხს გასცემენ. თუ დამხობა არ შეუძლია, დამხობა არ დაამატო. „ხალხის მშვიდობიანი განადგურება“ - შეგვიძლია ამის თქმა? - ეს ისეთი სისულელეა, რაზეც ისინი საუბრობენ. თითქოს თავს იზღვევენ, რადგან ძალაუფლების ხელში ჩაგდებისკენ მოწოდება სისხლის სამართლის დანაშაულია და თუ ამ სულელურ კონტექსტს შექმნიან, თავს დაიზღვევენ. ეს არცერთ ჩარჩოში არ ჯდება და არც დაზღვევაში, როდესაც ძალაუფლების მშვიდობიან ხელში ჩაგდებაზე, მშვიდობიან მკვლელობაზე, ხალხის მშვიდობიან განადგურებაზე საუბრობ, ეს სიტყვა კონტექსტს არ ამართლებს“, - თქვა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)