|
2025-06-10 16:39:23, 2002 ნახვა
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის იერიშის შედეგად აფეთქების ტალღამ წმინდა სოფიას საკათედრო ტაძარი დააზიანა
კიევზე რუსეთის იერიშის შედეგად აფეთქების ტალღამ წმინდა სოფიას საკათედრო ტაძარი დააზიანა, რომელიც იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია. ამის შესახებ კულტურის მინისტრი ნიკოლაი ტოჩიცკი ავრცელებს ინფორმაციას. „ღამით მტერმა ისევ დაარტყა ჩვენი იდენტობის გულს. დაზიანდა სოფიას ტაძარი კიევში – სიწმინდე, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო და წარმოადგენს ჩვენი სახელმწიფოებრიობის სიმბოლოს. აფეთქების ტალღამ ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის მთავარი აფსიდის კარნიზის ნგრევა გამოიწვია. ეს მე-11 საუკუნის ტაძარი მთელი უკრაინის სულია“, – წერს მინისტრი სოციალურ ქსელში. ტაძრის მდგომარეობის შესწავლა და ფიქსაცია სპეციალისტებმა და საგამოძიებო-ოპერატიულმა ჯგუფმა ჩაატარეს. კულტურის სამინისტრო აღნიშნავს, რომ აფეთქებების შედეგად გამოწვეულმა ნებისმიერმა ვიბრაციამ, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ძეგლის კონსტრუქციის მთლიანობას. კულტურის სამინისტროს ცნობით, ღამით დარტყმა განხორციელდა ოდესის კინოსტუდიაზეც, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი უძველესი კინემატოგრაფიული ცენტრია. მთლიანად განადგურდა ერთ-ერთი ფილმის დეკორაციები. დაცვის ოპერატიული მოქმედებებით ხანძრის ჩაქრობა მოხერხდა. იერიშს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)