|
2025-03-23 12:10:17, 1201 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი დაბომბა - არიან დაღუპულები
რუსეთმა კიევზე იერიში მიიტანა. თავდასხმის შედეგად დაიღუპა 3 ადამიანი, მათ შორის 5 წლის ბავშვი. ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სამსახური ავრცელებს. უწყების ინფორმაციით იერიშის შედეგად ნგრევა მოხდა დნეპროვის, პოდოლსკის, გოლოსეევის, დესნიანისა და შევჩენკოს რაიონებში. დნეპროვის რაიონში 100 კვადრატული მეტრის ფართობის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი გაუჩნდა 9-სართულიანი საცხოვრებელი სახლის სახურავს. შენობიდან ევაკუირებულია 27 ადამიანი. იგივე რაიონში, 16-სართულიანი სახლის მე-6 სართულზე ერთ-ერთ ბინაში დაზიანდა ფანჯრები, იატაკი და ჭერი. პოდოლსკის რაიონში ცეცხლი გაჩნდა 25-სართულიანი საცხოვრებელი სახლის მე-20 სართულზე. მაშველების მონაცემებით, გოლოსეევის რაიონში 4-სართულიან საოფისე შენობას გაუჩნდა ცეცხლი. "დესნიანის რაიონში ცეცხლი გაუჩნდა ქარსაფარ ზოლს, ხოლო შევჩენკოს რაიონში დაზიანდა 2 ავტომობილი". კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, თავდასხმის შედეგად დაშავებულია 7 ადამიანი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)