|
2025-03-15 21:46:52, 3085 ნახვა
სხვადასხვა
ამერიკელების უმრავლესობა უკრაინასთან დაკავშირებით ტრამპის პოლიტიკას, საზიანოდ მიიჩნევს
CNN-ის ახალი კვლევის მიხედვით, ამერიკელთა უმრავლესობა არ ეთანხმება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოლიტიკას უკრაინის ომთან დაკავშირებით და სკეპტიკურადაა განწყობილი მისი მშვიდობის მიღწევის პერსპექტივის მიმართ. კვლევაში, რომელიც SSRS-მა ჩაატარა, 59% მიიჩნევს, რომ ტრამპის მიდგომა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტთან მიმართებაში ვერ გამოიღებს ხანგრძლივ მშვიდობას. ამერიკელი დიპლომატები ამჟამად ცდილობენ, დაარწმუნონ რუსეთი დროებითი ცეცხლის შეწყვეტაში, თუმცა ტრამპმა ომის მიზეზად თავად უკრაინა დაასახელა და პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი "დიქტატორად" მოიხსენია, რამაც ევროპელი პარტნიორებისა და შიდა კრიტიკოსების უკმაყოფილება გამოიწვია. კვლევის მიხედვით, 50% ამერიკელებისა ფიქრობს, რომ ტრამპის მიდგომა აშშ-სთვის საზიანოა, მაშინ როდესაც მხოლოდ 29% მიიჩნევს მას დადებითად. ტრამპის საგარეო პოლიტიკას უმრავლესობა ნეგატიურად აფასებს – 54% თვლის, რომ მისი გადაწყვეტილებები აზიანებს აშშ-ის საერთაშორისო პოზიციებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)