|
2025-03-13 12:13:47, 1069 ნახვა
ომი უკრაინაში
სარატოვზე დრონებით თავდასხმის გამო მოსკოვიდან ავიარეისები გადაიდო
„გაგარინის“ აეროპორტში დაწესებული შეზღუდვების გამო, მოსკოვიდან სარატოვის მიმართულებით და პირიქით, ოთხი ავიარეისი გადაიდო, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მანამდე, „როსავიაციის“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სარატოვის „გაგარინის“ აეროპორტში, სამოქალაქო თვითმფრინავების ფრენების უსაფრთხოების გამო, დროებითი შეზღუდვები დაწესდა. მოგვიანებით, გუბერნატორმა რომან ბუსარგინმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დღეს დილით, დრონებით თავდასხმის შედეგად, სარატოვის ოლქის პეტროვსკის რაიონში არასაცხოვრებელი შენობები დაზიანდა. მისივე ცნობით, წინასწარი მონაცემებით, არავინ დაშავებულა. რუსული მედიის ცნობით, დღესვე, სამოქალაქო თვითმფრინავების ფრენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფის მიზნით, შეზღუდვები დაწესდა ვოლგოგრადის აეროპორტშიც. მოგვიანებით შეზღუდვები მოიხსნა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)