|
2025-03-12 16:06:02, 1305 ნახვა
ომი უკრაინაში
Reuters - პუტინისთვის რთულია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამჟამინდელი ფორმით მიიღოს
პუტინისთვის რთულია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამჟამინდელი ფორმით მიიღოს, - ამის შესახებ რუსმა მაღალჩინოსანმა სააგენტო Reuters-ს ანონიმურობის დაცვით განუცხადა. რუსმა მაღალჩინოსანმა სააგენტო Reuters-ს განუცხადა, რომ რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტასთან ერთად გარკვეული გარანტიები უნდა მიიღოს. „პუტინისთვის რთულია ეს მისი ამჟამინდელი ფორმით მიიღოს. პუტინი ძლიერ პოზიციაშია, რადგან რუსეთი წინ მიიწევს“, - განაცხადა რუსმა ოფიციალურმა პირმა. ამასთან, რუსი ოფიციალური პირის თქმით, ცეცხლის შეწყვეტის ნებისმიერმა შეთანხმებამ ბრძოლის ველზე რუსეთის წინსვლა უნდა გაითვალისწინოს. ცნობისთვის, გუშინ აშშ-სა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ უკრაინა მზად არის 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს, თუ რუსეთიც იმავე ნაბიჯს გადადგამს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)