|
2025-03-12 13:57:23, 1350 ნახვა
ომი უკრაინაში
პოლონეთის თავდაცვის სამინისტროში უკრაინისთვის ამერიკული შეიარაღების მიწოდების განახლებას ადასტურებენ
პოლონეთის თავდაცვის სამინისტროში ადასტურებენ უკრაინისთვის ამერიკული შეიარაღების მიწოდების განახლებას. ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, პაველ ზალევსკიმ დაწერა. „ამერიკული იარაღის ტრანსპორტირება იასიონკას სამხედრო ჰაბიდან უკრაინაში კვლავ განახლდა“, – დაწერა მან. იასიონკაში მდებარეობს პოლონეთიდან უკრაინისთვის დასავლური იარაღისა და საბრძოლო მასალის ტრანსპორტირების მთავარი პუნქტი. მანამდე, ამერიკული სამხედრო დახმარების აღდგენა დაადასტურა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაველ პალისამ. მისი თქმით, აშშ-სგან უსაფრთხოების სფეროში დახმარება აღდგენილია. ამასთან, აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა, ტულსი გაბარდმა განაცხადა, რომ აღდგენილია უკრაინასთან სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებაც. აშშ-მა უკრაინას სამხედრო დახმარება და სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების შედეგად აღუდგინა. დონალდ ტრამპის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერების შესახებ 3 მარტს გახდა ცნობილი, მას შემდეგ, რაც ოვალურ კაბინეტში აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის შეკამათება მოხდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)