|
2025-03-11 22:45:29, 1324 ნახვა
ომი უკრაინაში
შეერთებული შტატები უკრაინას სამხედრო დახმარებას განაახლებს - მხარეების ერთობლივი განცხადება
შეერთებული შტატები განაახლებს უკრაინას იარაღის მიწოდებას და დაზვერვის გაზიარებას. ამის შესახებ ნათქვამია საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში უკრაინულ-ამერიკული მოლაპარაკებების შემდეგ ერთობლივ განცხადებაში. „აშშ დაუყოვნებლივ ხსნის დაზვერვის გაზიარების პაუზას და განაახლებს უკრაინის უსაფრთხოების დახმარებას“, - ნათქვამია დოკუმენტში. განცხადებაში ნათქვამია, რომ შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ „გადადგას მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკრაინაში გრძელვადიანი მშვიდობის აღდგენის მიზნით“. ამ კონტექსტში, ორივე ქვეყნის წარმომადგენლებმა „დიდად შეაქო უკრაინელი ხალხის გამბედაობა, რომელიც იცავს თავის სახელმწიფოს და შეთანხმდნენ, რომ ახლა დროა დაიწყოს ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების პროცესი“. ამავდროულად, უკრაინის დელეგაციამ კიდევ ერთხელ გამოხატა ღრმა მადლიერება უკრაინელი ხალხის სახელით პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, აშშ-ს კონგრესს და შეერთებული შტატების ხალხს მშვიდობის გზაზე შესაძლო მნიშვნელოვანი პროგრესისთვის.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)