|
2025-03-09 15:46:22, 1183 ნახვა
ომი უკრაინაში
ყველა დრონი და საჰაერო ბომბი, რომელსაც რუსეთი იყენებს, შეიცავს სანქციების გვერდის ავლით მიწოდებულ კომპონენტებს
რუსეთმა, ამ კვირის განმავლობაში, ჩვენს ხალხზე სხვადასხვა ტიპის იარაღის გამოყენებით ასობით თავდასხმა განახორციელა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მიმდინარე კვირაში რუსებმა უკრაინაზე თავდასხმისთვის 1 200-მდე მართვადი საჰაერო ბომბი, 870-მდე დრონი და 80-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა გამოიყენა. „Shahed-ის ყველა დრონი და საჰაერო ბომბი, რომელსაც რუსეთი იყენებს, შეიცავს სანქციების გვერდის ავლით მიწოდებულ კომპონენტებს. ეს იარაღი მოიცავს 82 000-ზე მეტ უცხოურ კომპონენტს. ჩვენ ყოველდღიურად ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან, რათა უზრუნველვყოთ გადაწყვეტილებების მიღება სიცოცხლის გადარჩენის მიზნით: საჰაერო თავდაცვის სისტემები, ინვესტიციები ჩვენს თავდაცვით წარმოებაში და სანქციების გამკაცრება რუსეთის წინააღმდეგ. ვაგრძელებთ ძალისხმევას სამართლიან მშვიდობასთან დასაახლოებლად და უსაფრთხოების საიმედო გარანტიების უზრუნველსაყოფად“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)