10:52 - 23 May, 2026
|
2025-03-08 10:07:01, 1027 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსების მიერ ქალაქ დობროპილიაზე განხორციელებული დარტყმის შედეგად, სავარაუდოდ,11 ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
რუსების მიერ ქალაქ დობროპილიაზე განხორციელებული დარტყმის შედეგად, სულ მცირე, 11 ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. მაშველების ცნობით, 8 ხუთსართულიანი კორპუსი, ადმინისტრაციული შენობა და 30 ავტომობილი დაზიანდა. საცხოვრებელ კორპუსებსა და ადმინისტრაციულ შენობაში ხანძარი გაჩნდა. „ხანძრის ჩაქრობის დროს ოკუპანტებმა მეორე დარტყმა განახორციელეს, რის შედეგადაც სახანძრო მანქანა დაზიანდა“, - აცხადებს უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. ამასთან, უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ღამით ხარკოვის ოლქში მდებარე საწარმოს დაარტყეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაშავდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)