|
2015-02-16 15:51:10, 627 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი ლიტველ კოლეგას ლიტვის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ლიტვის რესპუბლიკას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ირაკლი ღარიბაშვილმა მისალოცი წერილი ლიტველ კოლეგას, ალგირდას ბუტკევიჩიუსს გაუგზავნა. „ლიტვა წელს მნიშვნელოვან თარიღს აღნიშნავს - ლიტვის სახელმწიფოს აღდგენის 25-ე წლისთავს. თქვენი მიღწევები ძლიერი, დემოკრატიული და გაბრწყინებული სახელმწიფოს მშენებლობაში აღსანიშნავია. ეს შესაძლებელი გახდა ძლიერი ძალისხმევითა და მიზანდასახულობით, რაც სამაგალითოა ყველა იმ ქვეყნისთვის, რომელიც თქვენს გზას მიჰყვება. ჩემთვის დიდი პატივი იყო თქვენი მასპინძლობა საქართველოში, სადაც ჩვენ გვქონდა ბრწყინვალე შესაძლებლობა, განგვეხილა სამომავლო ნაბიჯები მთელ რიგ სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით, განსაკუთრებით სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოების შესაძლებლობები, რომელსაც ღრმა და ყვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხება გვთავაზობს. თქვენი ვიზიტი იყო მეგობარი ქვეყნის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი მხარდაჭერის კიდევ ერთი გამოხატულება“, - ნათქვამია მისალოც წერილში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)