|
2016-03-08 13:23:10, 1144 ნახვა
მსოფლიო
სტოლტენბერგი რუსეთს მეზობლების დაშინებაში ადანაშაულებს
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი რუსეთს მეზობლების დაშინებასა და ნატოს დაყოფის მცდელობაში ადანაშაულებს, - ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა მოსკოვის სამეზობლო პოლიტიკაზე CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, მოსკოვი წლებია ალიანსში განხეთქილების შეტანას ცდილობს, თუმცა ამ კუთხით წარმატებას ვერც მიაღწია და ვერც მომავალში მიაღწევს. როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, რუსეთის ქმედებების საპასუხოდ ნატოს წევრებმა ძალები გააერთიანეს და სამხედრო პოლიტიკა უსაფრთხოების საკითხებში ახალ პირობებთან შესაბამისობაში მოიყვანეს. ნატოს გენერალურმა მდივანმა ასევე სირიაში რუსეთის ქმედებების გამო შეშფოთება გამოთქვა. სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ხმელთაშუა ზღვაში რუსული სამხედრო პოტენციალის გაზრდას ალიანსი თურქეთსა და ხმელთაშუა ზღვაში სამხედრო დანაყოფების გაძლიერებით უპასუხებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)