|
2016-02-29 17:40:23, 1147 ნახვა
მსოფლიო
მიგრანტებმა მაკედონიისა და საბერძნეთის საზღვარზე დამცავი კედელი გაანგრიეს
მიგრანტებმა მაკედონიისა და საბერძნეთის საზღვარზე დამცავი კედელი ხელით ნაკეთი სანგრევი მოწყობილობით გაანგრიეს, - ამის შესახებ BBC იუწყება. როგორც მედია საშუალება იტყობინება, მათი შეჩერება მაკედონიის პოლიციამ ცრემლსადენი გაზით სცადა. თუმცა აღსანიშნავია, რომ მიგრანტების ნაწილმა საზღვარზე გადასვლა მაინც მოახერხა. BBC-ს ცნობით საბერძნეთის საზღვარზე 6.500 მიგრანტი იმყოფება. ამ დრომდე უცნობია, მიგრანტების რაოდენობა, რომლებმაც მაკედონიის ტერიტორიაზე გადასვლა შეძლეს. მიგრანტთა უმრავლესობა, ძირითადად სირიიდან და ერაყიდან არიან. ისინი, ჩრდილოეთ ევროპამდე ჩასვლას ცდილობენ. შეგახსენებთ, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში ევროკავშირის ქვეყნებში ჩასული მიგრანტების რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ცნობისთის, გასულ წელს მხოლოდ გერმანიის საზღვარი 1 მილიონმა მიგრანტმა გადაკვეთა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპა ყველაზე მასშტაბურ მიგრაციულ კრიზისს განიცდის.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)