|
2024-10-11 17:01:31, 842 ნახვა
რეგიონი
ქედაში „ახალგაზრდა გოგონათა საერთაშორისო დღე“ აღინიშნა
ქედის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და ქალთა ოთახის ორგანიზებით, ქედაში "ახალგაზრდა გოგონათა საერთაშორისო დღე" აღინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ღონისძიების ფარგლებში, თემაზე "გოგონები გუშინ, დღეს და ხვალ" ტრენინგი გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა გოგონათა საერთაშორისო დღესთან" დაკავშირებით ესეების კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები მერის პირველმა მოადგილე იმედა ვასაძემ დააჯილდოვა. ასევე, ტრენინგის მონაწილეებს თემასთან დაკავშირებული სახელმძღვანელოები და საჩუქრები გადაეცათ. ღონისძიების მიზანია, საზოგადების ცნობიერების ამაღლება, თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნის ხელშეწყობა, ადრეული ქორწინების, ოჯახში ძალადობისა და სხვა გენდერული დისკრიმინაციის რისკების პრევენცია და განათლების აუცილებლობის ხაზგასმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)