|
2024-10-08 19:24:42, 798 ნახვა
რეგიონი
შუახევში, მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა
შუახევში, მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მასწავლებლის ეროვნული დღე პედაგოგებს, შუახევის მერმა ომარ ტაკიძემ, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძემ, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა - ანზორ ბოლქვაძემ, ფრიდონ ფუტკარაძემ, რესურსცენტრის უფროსმა ედუარდ გოგრაჭაძემ და სხვა ხელმძღვანელმა პირებმა მიულოცეს.
აღნიშნულ ღონისძიებას 70-მდე მასწავლებელი დაესწრო. ფულადი ჯილდოთი დაჯილდოვდა 50 წლიანი პედაგოგიური სტაჟის მქონე საჯარო სკოლის მოქმედი 17 პედაგოგი, ხოლო საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად, წარმატებული პროფესიული საქმიანობისთვის 48 პედაგოგს მადლობის სიგელი და ფასიანი საჩუქრები გადაეცა.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა მასწავლებელთა მხარდაჭერა, მათი დაფასება, საქმიანობისა და ღვაწლის წარმოჩენა. ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა გოგონათა ბენდი "117" და სალოტბარო სკოლის მოსწავლეები.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)