|
2024-09-25 16:20:22, 810 ნახვა
რეგიონი
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები ნინო ნიჟარაძეს შეხვდნენ
"პირველადი ჯანდაცვისა და ჰოსპიტალური სექტორის გაძლიერება, პაციენტთა სერვისების გაუმჯობესების მიზნით" - პროექტის ფარგლებში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები, დღეს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ნინო ნიჟარაძეს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრას ასევე ესწრებოდა მინისტრის მოადგილე, ედუარდ ნაკაშიძე და პროექტის განხორციელებაში ჩართული სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენელი. "შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის საკითხები, ასევე პირველადი ჯანდაცვის დონეზე განსახორციელებელი პროექტები, არაგადამდებ დაავადებათა მიმართულებით, როგორიცაა ჰიპერტენზია და შაქრიანი დიაბეტი. მორიგი სამუშაო შეხვედრა გამოცდილების გაზიარების მიზნით პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ექიმებთან გაიმართება. საქართველოში პირველადი ჯანდაცვის რეფორმის მიზანია, პირველადი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება და მთელი ქვეყნის მასშტაბით, სერვისების თანაბარი ხელმისაწვდომობა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)