|
2024-09-22 18:53:12, 1079 ნახვა
რეგიონი
ქედაში სახალხო დღესასწაული „ნამეფვარობა“ გაიმართა
ქედაში სახალხო დღესასწაული "ნამეფვარობა" გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ქედის მერიის ცნობით, სახალხო დღესასწაულს საფუძვლად თამარ მეფესთან დაკავშირებული ხალხური თქმულება უდევს, რომლის მიხედვითაც დედოფალი აჭარაში მოგზაურობისას მთა პერანგაზე დაბანაკებულა. თქმულების თანახმად, ამ ადგილს ნამეფვარსაც უწოდებენ. "ღონისძიებას საფუძველი 2012 წლის 19 მაისს ჩაეყარა. ღონისძიებაში, ქედის კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლი "ელესა", ცხმორისის კულტურის სახლთან არსებული ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები ღებულობდნენ მონაწილეობას. ღონისძიებას ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ღონისძიება ქედის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ქედის კულტურის ცენტრის მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, ცხმორისში მთა პერანგაზე გაიმართა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)