|
2024-09-19 16:40:33, 737 ნახვა
რეგიონი
აჭარაში საგნობრივ ოლიმპიადასა და კონკურსებში გამარჯვებული 142 მოსწავლე დაჯილდოვდა
აჭარაში კონკურსებსა და საგნობრივ ოლიმპიადებში 15 000-მდე მოსწავლე მონაწილეობდა, გამოვლინდა 142 გამარჯვებული. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. მათივე ცნობით, დღეს გამარჯვებული მოსწავლეები აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან დავით გაბაიძესთან და ბათუმის მერთან არჩილ ჩიქოვანთან ერთად დააჯილდოვა. "მოსწავლეებს გადაეცათ დიპლომები, ლეპტოპები, პლანშეტები და სმარტ საათები. მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისა და წახალისების მიზნით, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2012 წლიდან ატარებს საგნობრივ ოლიმპიადას 6 საგანში. სამინისტრო ასევე ატარებს კონკურსს დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებისათვის - ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკაში, ისტორიასა და სამოქალაქო განათლებაში, ლიტერატურულ მარათონს, სახვითი ხელოვნების კონკურსს და სპორტულ შეჯიბრს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)