|
2024-09-09 20:24:48, 830 ნახვა
რეგიონი
ქედაში, ლიტერატურული კონკურსი „პაგასის“ დასკვნითი, დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა
ქედაში, ლიტერატურული კონკურსი "პაგასის" დასკვნითი, დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ქედის მერიის ცნობით, პროექტის მიზანია დამწყები შემოქმედების გამოვლენა და მათ შესახებ ცნობადობის გაზრდა. კონკურსი რამდენიმე ტურს მოიცავს, რომელიც ყველა მუნიციპალიტეტში ეტაპობრივად გაიმართა. "კონკურსის შედეგად ჟიურის მიერ სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული ფინალისტები გამოვლინდნენ. ნომინაციაში: "პეგასი 2024" - ნინი ცინცაძე. "კრეატიული" - ანანო ბასილაძე; "პატრიოტული" - ნატალი შაქარაძე; "თავისუფალი" - მარიამ გოგიტიძე; "კლასიკური" - თამუნა შავაძე; "დიალექტური" - ანრი მუთიძე; პროექტის მხარდამჭერებისაგან და ქედის მუნიციპალიტეტის მერიისგან კონკურსის გამარჯვებულებსა და მონაწილეებს ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. ღონისძიებაში ქედის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი "ბეთლემი" და ფოლკლორული ანსამბლი "ელესა" მონაწილეობდა. ქედის მუნიციპალიტეტში, ინტერმუნიციპალური ლიტერატურული კონკურსი "პეგასი" 2020 წლიდან ხორციელდება", - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)