|
2015-02-13 10:04:55, 743 ნახვა
საზოგადოება
15 თებერვლიდან ქართულ ჯარს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა“ მოემსახურება
შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ უმთავრესი პრიორიტეტი მუშა პროცესების ეფექტური მართვა და ქართულ ჯარში კვების ხარისხის მაქსიმალურად ამაღლება იქნება - ამის შესახებ „ქართული კვების კომპანიის“ დირექტორმა მირანდა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. „ჩვენ დიდი ხანია ვმუშაობთ ამ ცვლილებაზე. ჯარისკაცებს არ შეექმნებათ არანაირი პრობლემა, პირიქით, მათთვის უფრო გაუმჯობესდება სერვისი - ჯარისკაცი მიიღებს უფრო გაუმჯობესებულ კვების ხარისხს სერვისის, უვნებლობისა და საგემოვნებო კუთხით. 2015 წლის 14 თებერვლის ჩათვლით „ქართული კვების კომპანიას“ აქვს ხელშეკრულება გაფორმებული თავდაცვის სამინისტროსთან. ვინაიდან იწურება ამ ხელშეკრულების ვადა, ყველა თანამშრომელს ავტომატურად უწყდება ხელშეკრულება. „ქართული კვების კომპანიას“ არანაირი შემცირება არ განუხორციელებია, შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია 300 ადამიანის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება“ - განაცხადა კომპანიის დირექტორმა მირანდა მანჯგალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)