|
2024-08-08 15:45:05, 866 ნახვა
რეგიონი
რიჟვაძე - უნდა შეფასდეს აგვისტოს მოვლენები, მოღალატე „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა გასამართლდეს
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ 8 აგვისტოს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო. როგორც რიჟვაძემ აღნიშნა, ეს თარიღი წინა ხელისუფლების, "ნაციონალური მოძრაობის“ “მოღალატეობრივ ქმედებას და დიდ უპასუხისმგებლობას“ უკავშირდება. “ეს დღე უკავშირდება წინა ხელისუფლების, “ნაციონალური მოძრაობის“ გაუთვლელობას, რომ ქვეყანას აერიდებინა თავიდან ასეთი უთანასწორო ბრძოლა. ჩვენ, პოლიტსაბჭომ, გუშინ გავავრცელეთ განცხადება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს მოვლენები შეფასდეს. ქვეყანამ დაიცვა თავისი სიამაყე, ქართული ჯარის ავტორიტეტი ყველა საერთაშორისო სასამართლოში, როგორც ჰააგის, ასევე სტრასბურგში. თუმცა, იმჟამინდელი ხელისუფლების გაუთვლელობა, უპასუხისმგებლობა, მოღალატეობრივი ქმედება უნდა შეფასდეს და ეს მოღალატე რეჟიმი, რომელიც იყო “ნაციონალური მოძრაობის სახით უნდა გასამართლდეს ამ უპასუხისმგებლობისთვის, 2008 წელს დაკარგული ტერიტორიებისთვის. რა თქმა უნდა, ოკუპაცია არის ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი გამოწვევა და ამ გამოწვევის წინაშე მოქმედი მთავრობა, ხელისუფლება, ყველაფერს აკეთებს რომ მშვიდობიანი გზებით ეს გამოწვევა იქნას დაძლეული",- განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)