01:04 - 23 May, 2026
|
2024-07-30 20:08:39, 871 ნახვა
სპორტი
პარიზის ოლიმპიადაზე საქართველოს პირველი მედალი ტატო გრიგალაშვილმა მოუტანა
ტატო გრიგალაშვილმა (-81 კგ) საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს პარიზის ოლიმპიური თამაშების პირველი მედალი შესძინა. 24 წლის ქართველი ძიუდოისტი ფინალში ოლიმპიური თამაშების ჩემპიონ იაპონელ ტაკანორი ნაგასეს შეხვდა. სამგზის მსოფლიო ჩემპიონ ქართველ ძიუდოისტსა და იაპონელს შორის შეხვედრა მეტოქის გამარჯვებით დასრულდა. მანამდე გრიგალაშვილმა მოლდოველ სპორტსმენ მიხეილ ლატისევს მოუგო, შემდეგ კი ავსტრიის წარმომადგენელ ვახიდ ბორჩაშვილს. მეოთხედფინალში გრიგალაშვილი ტაჯიკ ძიუდოისტ სომონ მახმადბეკოვზე ძლიერი აღმოჩნდა. დაძაბული გამოდგა ნახევარფინალური მატჩი, რომელშიც გრიგალაშვილმა სამხრეთ კორეელ სპორტსმენ ლი იონგ-ჰვანს მოუგო. ხვალ მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური ტატამზე გავა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)