|
2015-02-12 18:10:29, 933 ნახვა
საზოგადოება
როშკა–არხოტის გზის მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყება
სოფელ როშკასა და არხოტის თემის სოფლების ახიელი–ჭიმღა–ამღას დამაკავშირებელი 25 კილომეტრიანი გზის მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყება. „მოგეხსენებათ, მშენებლობა მაღალმთიან ზონაში უნდა განხორციელდეს, სადაც ხანგრძლივი ზამთრის გამო სამშენებლო სამუშაოების განხორციელება წელიწადში მხოლოდ 6 თვეა შესაძლებელი. აქედან გამომდინარე პროექტის დასრულებას სამშენებლო სამუშაოების დაწყებიდან ორი წელი დასჭირდება“, – განუცხადეს „ექსპრესნიუსს“ სამინისტროში. გარდა გზის მშენებლობისა, უწყების ინფორმაციით, არხოტში ჯერჯერობით სხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება დაგეგმილი არ არის. ამ დროისთვის პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთის დამაკავშირებელი მხოლოდ საცალფეხო ბილიკი არსებობს და ადგილობრივებმა მხარე უგზოობისა და პირობების არ ქონის გამო დატოვეს. არხოტში დაახლოებით 4 ოჯახი ცხოვრობს, გზის მშენებლობის შემთხვევაში კი, მშობლიურ მხარეში დაბრუნების მზაობა 30–ზე მეტმა ოჯახმა გამოთქვა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)