|
2024-07-23 16:20:13, 835 ნახვა
რეგიონი
კასპში გიორგი (გორკა) მერებაშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
ქალაქ კასპში გიორგი (გორკა) მერებაშვილის სახელობის ღია საჭიდაო არენაზე, ქართულ ჭიდაობაში მუნიციპალიტეტის ღია პირველობა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, ტურნირი 25 წლის ასაკში ტრაგიკულად დაღუპულ გიორგი (გორკა) მერებაშვილის ხსოვნას მიეძღვნა, რომელიც უკვე ტრადიციულია და ყოველწლიურად ტარდება. "ტურნირში მონაწილეობდნენ 2007-2008-2009 წლებში დაბადებული ჭაბუკები კასპიდან, ქარელიდან და თბილისიდან. კასპიდან პირველი ადგილები მოიპოვეს ერეკლე მჭედელაძემ (45 კგ), თემურ ოდოშაშვილმა (50 კგ) და თორნიკე გორჯოლაძემ (66 კგ). ტურნირის გამარჯვებულებს და მონაწილეებს თასები, მედლები და სიგელები კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა ბეგლარაშვილმა, ყოფილმა მოჭიდავეებმა და გიორგი (გორკა) მერებაშვილის ქალიშვილმა მარი მერებაშვილმა გადასცეს. პირველ ადგილზე გასულ მოჭიდავეებს, ოჯახის მიერ დაწესებული ფულადი ჯილდო მოჭიდავის მამამ, გენადი მერებაშვილმა გადასცა",- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)