|
2016-02-17 11:09:36, 1387 ნახვა
მსოფლიო
ნიკოლა სარკოზის წინააღმდეგ კიდევ ერთი საქმე აღიძრა
ნიკოლა სარკოზის წინააღმდეგ კიდევ ერთი საქმე აღიძრა. საქმე ისევ საპრეზიდნეტო კამპანიის დაფინანსებას ეხება. საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა დაკითხვაზე პარიზის სასამართლოში 12 საათი გაატარა. როგორც საფრანგეთის პროკურატურაში ამბობენ, სააგენტო, რომელიც 2014 წელს, წინასაარჩევნო პერიოდში სარკოზის შტაბს ემსახურებოდა, მომსახურებისთვის განკუთვნილი თანხის ლიმიტს აჭარბებდა, რისი დაფარვის მიზნითაც ანგარიშს ყოფილი პრეზიდენტის შტაბის ნაცვლად, პირდაპირ მმართველი პარტიის სახელზე აგზავნიდა. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ გამოძიება ნიკოლა სარკოზის წინასაარჩევნო კამპანიას შეუშლის ხელს. ცნობისთის, საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2017 წელსაა დაგეგმილი. აღსანიშნავია, რომ სარკოზიმ კამპანია ოფიციალურად გახსნილად ერთი თვის წინ გამოაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)