|
2024-06-30 11:23:50, 1344 ნახვა
სპორტი
დიდი მატჩის მოლოდინში - საქართველო ესპანეთი დღეს 22 საათზე კოლნში ხვდებიან
გერმანიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ერთმანეთს ევრო 2024-ის 1/8-ფინალში საქართველო ნაკრები 30 ივნისს კიოლნში ესპანეთს დაუპირისპირდება. მატჩის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი 22:50 საათიდან შემოგთავაზებთ. ქართველ ფეხბურთელებს გერმანულ არენაზე ქართული შეძახილებით გაამხენევებს, მინიმუმ, 10 ათასი ქომაგი. თბილისის აეროპორტიდან ცოტა ხნისს წინ გაფრინდა გულშემატკივრებით სავსე, კიდევ ერთი ავიახომალდი. EURO 2024-ის ეროვნული ნაკრების მერვედფინალურ მატჩზე საგულშემატკივროდ საქართველოდან გერმანიის მიმართულებით მთავრობის მიერ სუბსიდირებული რეისით, ქომაგების პირველი ნაკადი ჩაფრინდა. სპეციალურმა ჩარტერულმა რეისმა კიოლნში 219 ქომაგი ჩაიყვანა. 29 ივნისიდან 2 ივლისის პერიოდში, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით, 7 ჩარტერი დაინიშნა. კიოლნიდან დასაბრუნებელი ბილეთების ყიდვა tkg.ge-ს პლატფორმაზეა შესაძლებელი. თბილისიდან გასაფრენი ბილეთები კი უკვე სრულად ამოიწურა. სუბსიდირებული, ცალმხრივი ავიაბილეთის ღირებულებაა EUR 195. შესაბამისად, ორმხრივი ავიაბილეთის ღირებულება EUR 390-ს შეადგენს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)