|
2024-06-25 17:34:18, 710 ნახვა
რეგიონი
ვახტანგ პაპუნიძის სახელობის საჯარო სკოლაში, მასწავლებელთა მეშვიდე მუნიციპალური კონფერენცია „სწავლა-სწავლებისა და განათლების მართვის თანამედროვე მიდგომები“ გაიმართა
ქედის მუნიციპალიტეტის ვახტანგ პაპუნიძის სახელობის დაბა ქედის საჯარო სკოლაში, მასწავლებელთა მეშვიდე მუნიციპალური კონფერენცია "სწავლა-სწავლებისა და განათლების მართვის თანამედროვე მიდგომები" გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, კონფერენციის პროგრამა ითვალისწინებდა პლენარული და სექციური მოხსენებების სხვადასხვა მიმართულებას, რომლის მიზანი იყო პედაგოგიური გამოცდილების გაზიარება. კონფერენციის დასასრულს, ღონისძიებაში მონაწილე პედაგოგებს, დირექტორებს, მოდერატორებს და მოწვეულ სტუმრებს მადლობის სიგელები გადაეცათ. ასევე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილე ჯემალ სურმანიძემ მეძიბნის საჯარო სკოლის დირექტორს სერგო დუმბაძეს, საგანმანათლებლო სფეროში გაწეული 45-წლიანი ღვაწლისა და მომავალი თაობის აღზრდაში შეტანილი წვლილისთვის დიპლომი გადასცა",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)