|
2024-06-10 17:20:17, 677 ნახვა
რეგიონი
„ჩანგი“ სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ოლიმპიადის გრან-პრის მფლობელია - ანსამბლის წევრებს ქედის მერი შეხვდა
ქედის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლასთან არსებული ფოლკლორული ანსამბლი "ჩანგი" სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ოლიმპიადის უმაღლესი ჯილდოს - გრან-პრის მფლობელია. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, მუნიციპალიტეტის მერი როლანდი ბერიძე, პირველ მოადგილე იმედა ვასაძესთან და მოადგილე მამუკა ფარტენაძესთან ერთად, სახელოვნებო სკოლის ხელმძღვანელს ირინა დევაძეს, ანსამბლ "ჩანგის" ხელმძღვანელს, ნაზი სურმანიძეს და ფოლკლორული ანსამბლის წევრებს შეხვდა. "ოლიმპიადა ეტაპობრივად მიმდინარეობდა, პირველი შესარჩევი ეტაპი ყველა მუნიციპალიტეტებში გაიმართა, რომელშიც 69 ფოლკლორული ანსამბლი: 30 ხალხური ცეკვის და 39 ხალხური სიმღერის ანსამბლი მონაწილეობდა. მეორე ეტაპში 33 ანსამბლი მონაწილეობდა. კომპეტენტური ჟიურის გადაწყვეტილებით, გამარჯვებულად 17 ანსამბლი გამოვლინდა, რომლებიც საპრიზო ადგილებით დაჯილდოვდნენ. ოლიმპიადაში გამარჯვებულ, ქედის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლასთან არსებულ ფოლკლორულ ანსამბლ "ჩანგს" დაუფინანსდება გასტროლი და ეროვნული სასცენო სამოსი. ქედის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს ანსამბლ "ჩანგს" და მის ხელმძღვანელს უმაღლესი ჯილდოს - გრან-პრის მიღებას და წარმატებებს უსურვებს!" - აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)