|
2024-06-05 14:25:08, 636 ნახვა
რეგიონი
ქედის მუნიციპალიტეტმა მაღალი გამავლობის, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ნაგავმზიდი შეიძინა
ქედის მუნიციპალიტეტმა, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით და აჭარის ბიუჯეტიდან მიღებული კაპიტალური ტრანსფერით, მაღალი გამავლობის, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ნაგავმზიდი შეიძინა, რომელიც დღეს, მუნიციპალიტეტის მერმა, როლანდი ბერიძემ საკრებულოს თავმჯდომარესთან, ამირან ცინცაძესთან ერთად, ქედის კომუნალურსერვის გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, ახალი ნაგავმზიდი მანქანით საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა ყოველდღიურად იქნება შესაძლებელი, რომელიც ათივე ადმინისტრაციულ ერთეულს მოიცავს. „დღემდე, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანას ორი ერთეული ნაგავმზიდი ახორციელებდა. აღსანიშნავია, რომ ქედაში 64 - ვე სოფელში განთავსებულია ნაგავშემკრები კონტეინერები, რომლის განახლება და ახლით ჩანაცვლება ყოველწლიურად მიმდინარეობს და მიმდინარე წელს, მუნიციპალიტეტის მერია 40 - მდე ახალ ნაგავშემკრებ კონტეინერს შეიძენს. 10.5 კუბური მეტრი ტევადობის, ახალი თვითვმცლელი IVECO-ს მარკის ნაგავმზიდის შესაძენად ბიუჯეტიდან 430 630 ლარი დაიხარჯა“, - აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)