|
2024-06-04 16:34:26, 670 ნახვა
რეგიონი
აჭარის პოპულარიზაცია უნგრეთში გამართულ ფესტივალზე განხორციელდა
აჭარის ტურისტული შესაძლებლობების პოპულარიზაცია უნგრეთში განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. დეპარტამენტის ცნობით, ბათუმთან დამეგობრებულ ქალაქ კესტჰეიში გამართულ ფესტივალზე ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ ქართულ პოლიფონიურ სიმღერას, ცეკვას, აჭარის ეთნოგრაფიასა და ტურისტულ პროდუქტებს გაცნობოდნენ. "ფესტივალის ფარგლებში ქალაქის მთავარ მოედანზე მოეწყო ღვინის, ჩურჩხელის მასტერკლასები და აჭარის ეთნოგრაფიული კუთხე, სადაც ვიზიტორებს დეგუსტაციისა და აჭარის საპრომოციო მასალების გაცნობის საშუალება ჰქონდათ. ფესტივალზე ქართული სიმღერა და ცეკვა ანსამბლმა „ბათუმმა“ და „არსიანმა“ წარმოადგინა. უნგრეთში აჭარის კულტურული და ტურისტული პროდუქტები ბათუმის მერიის, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის, მუზეუმების გაერთიანებისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით წარმოჩინდა. ღონისძიებას უნგრეთში საქართველოს ელჩის თამარ ლილუაშვილის მოწვევით სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ელჩები, ქალაქ კესტჰეის მერი და მუნიციპალიტეტის მაღალჩინოსნები ესწრებოდნენ", - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)