|
2016-02-15 11:39:09, 855 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მარშის შექმნაზე კონკურსს გამოაცხადებს
ვაზიანში, IV მექანიზირებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი სამხედრო მარშის შექმნაზე კონკურსს გამოაცხადებს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებაზე ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელი ორკესტრი სამხედრო მარშებს შეასრულებს. ქართული სამხედრო სასულე მუსიკის განვითარებისა და ტრადიციების ჩამოყალიბების მიზნით, კონკურსს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საქართველოს პრეზიდენტის ფონდის მხარდაჭერით აცხადებს. ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ივლიანე ხაინდრავა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე კახა ცაბაძე, ასევე, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)