|
2015-02-11 19:30:44, 644 ნახვა
პოლიტიკა
ესტონეთისა და საქართველოს საგარეო უწყებებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა
ტალინში, ესტონეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის საკონსულო სფეროში ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა. დელეგაციას საქართველოს მხრიდან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი, გიორგი ტაბატაძე ხელმძღვანელობდა, ხოლო ესტონეთის მხრიდან - ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის გენერალურ დირექტორი კერსტი ეესმა. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა საქართველოს ელჩი ესტონეთში, თეა ახვლედიანი. საგარეო უწყების ცნობით, მხარეებმა სავიზო პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. კონსულტაციების მიზანს წარმოადგენდა საკონსულო სფეროში არსებული გამოცდილების გაზიარება და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით თანამშრომლობის საკითხები.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)