|
2023-11-20 20:52:39, 3249 ნახვა
სპორტი
ერთა ლიგის ნახევარფინალში ხვიჩა კვარაცხელია ვერ ითამაშებს
2024 წლის მარტში დაგეგმილი ერთა ლიგის პლეიოფის ნახევარფინალურ მატჩში ნაკრების ფორვარდი ხვიჩა კვარაცხელია ვერ ითამაშებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი, დავით მუჯირი ავრცელებს. მიზეზი, რის გამოც ხვიჩა კვარაცხელია ნახევარფინალურ მატჩს გამოტოვებს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურში მიღებული 3 ყვითელი ბარათია. "სამწუხარო რეალობა გვაქვს, რომ ნახევარფინალურ მატჩში ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაგვეხმარება, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გუნდს ნებისმიერი შემთხვევაში აქვს იმის რესურსი, ნახევარფინალში გაიმარჯვოს, ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში ითამაშოს და გადამწყვეტ მატჩში უკვე ხვიჩასთან ერთად შევძლოთ იმ ოცნების ახდენა, რასაც ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაში ქვია“, - განაცხადა დავით მუჯირმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)