|
2023-11-16 22:13:25, 1775 ნახვა
რეგიონი
2023 წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს თანადაფინანსებით საცხოვრისი 78-მა ეკომიგრანტმა ოჯახმა შეიძინა
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს “ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის” პროგრამის ფარგლებში, უსაფრთხო საცხოვრისი, დამატებით 8 ეკომიგრანმტა ოჯახმა შეიძინა. საკუთრების რეგისტრაციის პროცედურა ბათუმის იუსტიციის სახლში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მიმდინარე წელს, სამინისტრომ თანადაფინანსების წილი 40 000 ლარამდე გაზარდა. "მომდევნო წლიდან კი იგეგმება პროგრამის ბიუჯეტის ზრდა 35%-ით, ჯამში გამოიყოფა 5 მილიონ ლარზე მეტი. პროგრამის ფარგლებში, უსაფრთხო საცხოვრისს მოქალაქე თავად იძიებს, წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტაციას, გაივლის ექსპერტიზას და დადებითი დასკვნის შემთხვევაში სახელმწიფოსგან ღებულობს პროგრამით გათვალისწინებულ დაფინანსებას. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო “ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის” პროგრამას 2016 წლიდან ახორციელებს, დღემდე პროგრამის ფარგლებში შეძენილია 700-ზე მეტი საცხოვრებელი ფართი", - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)