|
2023-11-15 11:32:12, 1002 ნახვა
რეგიონი
კასპში, ვარჯაანის დასახლებაში ქართლის და თბილისის ქუჩებზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო
კასპში, ვარჯაანის დასახლებაში ქართლის და თბილისის ქუჩებზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცეებს. კასპის მერიის ცნობით, ამჟამად, ორივე ქუჩაზე შპს „დინ გრუპი“ გზის მოსწორება - მოშანდაკების და სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოს აწარმოებს. „ქუჩების რეაბილიტაციას, მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან აჩიკო გიგოლაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან შოთა ბეგლარაშვილთან ერთად გაეცნო. პროექტის ფარგლებში გარდა ქართლის და თბილისის ქუჩების დაგეგმილია აჭარის, კახეთის და ბარათაშვილის ქუჩების მოასფალტების სამუშაოები. პროექტი გარდამავალია და 810 005 ლარის ფარგლებში რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)