|
2023-11-03 14:50:23, 1341 ნახვა
რეგიონი
შუახევში მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნა
შუახევში მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. შუახევის მერიის ცნობით, მასწავლებლის ეროვნული დღე პედაგოგებს შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ომარ ტაკიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძემ, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა - ანზორ ბოლქვაძემ, ფრიდონ ფუტკარაძემ, რესურსცენტრის უფროსმა ედუარდ გოგრაჭაძემ და სხვა ხელმძღვანელმა პირებმა მიულოცეს.
"ღონისძიებას დაწყებითი კლასის მასწავლებლები და ღვაწლმოსილი პედაგოგები ესწრებოდნენ, რომლებსაც სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. შეხვედრის მიზანია, მასწავლებელთა მხარდაჭერა, მათი დაფასება, საქმიანობისა და ღვაწლის წარმოჩენა. ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა გოგონათა ბენდი "117", ხელოვნების სკოლის გუნდი და გიტარის წრის მოსწავლეები.
მასწავლებლის ეროვნული დღე, წელს პირველად, საქართველოს მთავრობის ინიციატივით 27 ოქტომბერს დაწესდა, რომელიც საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის დაბადების თარიღს უკავშირდება",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)