|
2023-11-02 17:31:40, 1302 ნახვა
რეგიონი
„ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამის ფარგლებში, უსაფრთხო საცხოვრისს დამატებით 60 ეკომიგრანტი ოჯახი შეიძენს
„ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამის ფარგლებში, უსაფრთხო საცხოვრისს დამატებით 60 ეკომიგრანტი ოჯახი შეიძენს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს, უსაფრთხო საცხოვრისის მოძიების ნებართვა, ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ბენეფიციართა შესარჩევი შერეული სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით მიეცემათ. "სხდომას მინისტრის მოადგილე ედუარდ ნაკაშიძე ხელმძღვანელობდა. კომისიის წევრებმა განიხილეს 75 ეკომიგრანტი ოჯახის პროგრამაში ჩართვის საკითხი, აქედან თანხმობა 60 ოჯახს მიეცა. 15 ოჯახის დოკუმენტაცია ხელახლა შესწავლის მიზნით ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტების მერიებს გადაეგზავნებათ. სამინისტრო “ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის” პროგრამას 2016 წლიდან ახორციელებს, დღემდე პროგრამის ფარგლებში შეძენილია 700 საცხოვრებელი ფართი. მიმდინარე წელს სამინისტრომ თანადაფინანსების წილი 40 000 ლარამდე გაზარდა. მომდევნო წლიდან იგეგმება პროგრამის ბიუჯეტის გაზრდა 35%-ით და 5 მილიონ ლარზე მეტი იქნება",- აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)