|
2023-11-02 10:13:38, 1316 ნახვა
რეგიონი
ქედის მუნიციპალიტეტში მასწავლებელთა ეროვნული დღე აღინიშნა
ქედის მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძესთან და ქედის რესურსცენტრის უფროს დურმიშხან შავიშვილთან ერთად, პედაგოგებს მასწავლებლის საერთაშორისო დღე მიულოცა და ფასიანი საჩუქრები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, ღონისძიება ქედის კულტურის სახლის საკონცერტო დარბაზში გაიმართა. "ღონისძიებაში კულტურის სახლთან არსებული ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები, ასევე, ინდივიდუალური შემსრულებლები მონაწილეობდნენ. აღსანიშნავია, რომ მასწავლებლის ეროვნული დღე, საქართველოს მთვრობის ინიციატივით, 27 ოქტომბერს დაწესდა და წელს პირველად აღინიშნა. მასწავლებლის ეროვნული დღე საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, იაკობ გოგებაშვილის დაბადების თარიღს უკავშირდება. გილოცავთ მასწავლებლის ეროვნულ დღეს. ბევრი წარმატებული, ღირსეული და განათლებული თაობები აღგეზარდოთ!"- ნათქვამია ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)