|
2023-11-01 15:11:59, 1211 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე წლის ეროვნული პრემიის მფლობელ პედაგოგებს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე წლის ეროვნული პრემიის მფლობელ პედაგოგებს ვენერა აბუსელიძეს და ნაზიბროლა მიქელაძეს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. აჭარის მთავრობის ცნობით, თორნიკე რიჟვაძემ მასწავლებლებს მიღწეული წარმატება მიულოცა და მადლობა გადაუხადა მომავალი თაობის აღზრდა-განათლებაში შეტანილი წვლილისთვის. შეხვედრას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი ესწრებოდა. "27 ოქტომბერს, მასწავლებლის ეროვნულ დღეს 11 პედაგოგს საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცა. მათ შორის დაჯილდოვდა 2 პედაგოგი აჭარიდან - ბათუმის მე-18 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი ვენერა აბუსელიძე და ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ სხალთის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნაზიბროლა მიქელაძე. აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, გამარჯვებულ პედაგოგებს ვენერა აბუსელიძეს და ნაზიბროლა მიქელაძეს გადაეცათ ფულადი ჯილდო 5 000 ლარის ოდენობით", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)