|
2023-10-31 10:45:30, 1183 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე თურქეთის რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე თურქეთის რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო და თურქ ხალხს საიუბილეო თარიღი მიულოცა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. აჭარის მთავრობის ცნობით, თურქეთის რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული ბათუმში, აჭარის მთავრობის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე - დიპლომატიური კორპუსისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. "მსურს მივულოცო ჩვენს მეზობელ სახელმწიფოს, თურქ ხალხს ეროვნული დღესასწაული. განსაკუთრებით ვაფასებთ იმ კეთილმეზობლურ სტრატეგიულ, ურთიერთნდობაზე დაფუძნებულ მეგობრობას, რომელიც ჩვენი სახელმწიფოების ლიდერების მხარდაჭერით და ძალისხმევით წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა და დღეს ჩვენი მრავალმხრივი ურთიერთობები უმაღლეს ნიშნულზეა", - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ სიტყვით გამოსვლისას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)