|
2023-10-24 16:44:31, 1137 ნახვა
რეგიონი
ქედის მერია - ქვედა აქუცისა და ვაიოს დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა
სოფლების - ქვედა აქუცისა და ვაიოს დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა,- ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, დღეს, მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ, მოადგილე იმედა ვასაძესთან, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს გენადი ანანიძესთან, ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელ ნაზიმ ჩხეიძესა და მაჟორითარ ვაჟა აბულაძესთან ერთად, ქვედა აქუცისა და ვაიოს დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოები მოინახულა. "აღნიშნული პროექტი მასშტაბურია, სოფელს საავტომობილო გზა დღემდე არ ჰქონია. პროექტის ფარგლებში მოეწყო: რკინა-ბეტონის კიუვეტი ცხაურით, გაბიონი და ბეტონის საყრდენი კედლები, წყალგამტარი მილები, ასევე ლითონის ხიდი. მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა, მიმდინარეობს დამცავი ზღუდარების მოწყობა, რომელიც უახლოეს პერიოდში დასრულდება. კეთილმოწყობილი 1 080-მეტრიანი საავტომობილო გზით სამი სოფლის 200-მდე ოჯახი ისარგებლებს. სამუშაოებს შპს "ბონდი 2009" ახორციელებს, რომლის ბიუჯეტი 1 341 333 ლარს შეადგენს",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)