|
2023-10-24 11:23:54, 965 ნახვა
რეგიონი
კასპში, სოფელ თოგოიანში მისასვლელი გზის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს
კასპის მუნიციპალიტეტში, სამთავისის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ თოგოიანში 1 075 გრძივი მეტრი მისასვლელი გზის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. კასპის მერიის ცნობით, გზის სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, მერის პირველი მოადგილე დავით ქისიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი და მაჟორიტარი დეპუტატი ნუკრი მიდელაშვილი ადგილზე გაეცნენ. „მშენებლი შპს „ჩაგელა“ ამჟამად ტრასის აღდგენის, დამაგრების და კიუვეტების მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს. ხელმძღვანელი პირები მშენებელს და ადგილობრივ მოსახლეობას გზის მშენებლობის საკითხებთან დაკავშირებით ესაუბრნენ. პროექტი რეგიონის განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, რომლის ბიუჯეტი 627 000 ლარს შეადგენს“,- აღნიშნულია კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)