|
2023-10-17 15:31:46, 1028 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ძუძუს კიბოს სკრინინგის მიმდინარეობას გაეცნო
„ვარდისფერი ოქტომბერი“ ძუძუს კიბოს ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო თვეა. სკრინინგის მიზანია ჯანმრთელი, ასიმპტომური პოპულაციის გამოკვლევა და ცვლილებების ადრეული აღმოჩენა სიმპტომების გამოვლენამდე. კიბოს სკრინინგის რეგულარულად ჩატარება უზრუნველყოფს დაავადების განვითარების და სიკვდილობის რისკის მკვეთრ შემცირებას. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, მარი ზანაქიძე ძუძუს კიბოს სკრინინგის მიმდინარეობას გაეცნო. "სახელმწიფო პროგრამით დღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან 36-მა ქალმა ისარგებლა. საქართველოში მოქმედებს "დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგის" სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებში ხორციელდება ძუძუს, საშვილოსნოს ყელის და მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგის ინტერვენციები მიზნობრივ პოპულაციებში. სკრინინგის პროგრამის ფარგლებში სერვისები ხელმისაწვდომია საქართველოს ყველა რეგიონში. ვრცლად "ვარდისფერი ოქტომბრის" შესახებ ინფორმაციას გაეცანით https://shorturl.at/nqxFH",- აღნიშნულია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)