|
2023-10-07 17:00:47, 1273 ნახვა
რეგიონი
შუახევის მერი სტუდენტებსა და დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს შეხვდა
შუახევის მერი ომარ ტაკიძე, სტუდენტებსა და დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს შეხვდა და მათთვის პრიორიტეტულ საკითხებზე ესაუბრა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შუახევის მერია ავრცელებს. შუახევის მერიის ცნობით, შეხვედრას ომარ ტაკიძესთან ერთად, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატი ფრიდონ ფუტკარაძე, რესურსცენტრის ხელმძღვანელი ედუარდ გოგრაჭაძე, ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის წარმომადგენელი გიორგი მურადიშვილი და თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
"შეხვედრაზე განიხილეს ასევე, ახალგაზრდული მიმართულებით განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები, ისაუბრეს პრიორიტეტულ მიმართულებებზე, ინიციატივებსა და სამომავლო გეგმებზე. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ახალგაზრდებმა, თავის მხრივ, მათთვის საინტერესო საკითხებზე ისაუბრეს და თვითმმართველობის წარმომადგენლებს თავიანთი მოსაზრებები და ინიციატივები გააცნეს. ღონისძიების ფარგლებში წარჩინებულ სტუდენტებს პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის სახელობის სტიპენდია გადაეცათ. კულტურულ ნაწილში მონაწილეობდა შუახევის ქორეოგრაფიული ანსამბლი "ზე-კართან"“ და გოგონათა ბენდი "117",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)