|
2023-10-06 09:50:05, 1227 ნახვა
რეგიონი
ქედაში პოეტ გურამ არძენაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა
ქედის კულტურის ცენტრის საბიბლიოთეკო განყოფილებაში პოეტ გურამ არძენაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა. ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, შემოქმედებით საღამოში კულტურის ცენტრთან არსებული სასოფლო კლუბებისა და კულტურის სახლების ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ. "ღონისძიებას მუსიკალურად კულტურის ცენტრთან არსებული ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი "ელესა" აფორმებდა. ღონისძიებას ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ოთარ ხარაძე, განათლების, კულტურის, ტურიზმის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ეკატერინე ქაჯაია, ადგილობრივი თვითმმართველობის, რესურცენტრისა და საზოგადოების აქტიური წარმომადგენლები ესწრებოდნენ გურამ არძენაძე 1942 წლის 30 მარტს სოფელ დანდალოში დაიბადა. 1962-1965 წლებში ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტი დაასრულა. ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტის 7 საჯარო სკოლაში ლიტერატურას ასწავლიდა. მიღებული აქვს მრავალი ჯილდო და სიგელი. პოეტის ლექსები სხვადასხვა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში იბეჭდებოდა. აქვს სკოლაში მუშაობის 50-წლიანი გამოცდილება",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)